სახელმწიფო ახალი შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას აგრძელებს

სოფლის განვითარების სააგენტო ახალი შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნის ფინანსურ მხარდაჭერას „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“  ფარგლებში წელსაც  ახორციელებს.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ახალი შემნახველი საწარმოების  თანადაფინანსება შეადგენს  პროექტის ჯამური ღირებულების  არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარს; თანამონაწილეობის თანხა შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც საკუთარ სახსრებს, ასევე აგროკრედიტს/ლიზინგს.

პროექტი ითვალისწინებს დამატებით შეღავათებს იმ შემთხვევებში, თუ შემნახველი საწარმო აშენდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე, თუ საწარმოს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი შექმნის. აღნიშნულ შემთხვევებში თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის, დაწყებიდან დღემდე, 126,7 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 270  გადამამუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის, 160  შემნახველი საწარმოს შექმნა - 75,7 მლნ ლარით

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10  კომპანია იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართულ სტენდზე 10 კომპანია იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...