მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი, დაახლოებით, 50 ათასი ტონა იქნება. იმისათვის, რომ დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი,  არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.

პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაუწევს კოორდინაციას. 

ხილის გადამმუშავებელი საწარმოებს, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებულება ეკისრებათ, საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია.   

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გადამუშავდა 21,768 ტონა ვაშლი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2.2 მილიონი ლარი გასცა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
დღეის მდგომარეობით,  9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა  2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

დღეის მდგომარეობით, 9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე არასტანდარტული ვაშლის...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით ხორვატიასა და სერბეთში იმყოფებოდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით ხორვატიასა და სერბეთში იმყოფებოდა

დელეგაციის წევრები ხორვატიისა და სერბეთის გადამხდელი სააგენტოების გამოცდილებას...
საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi საქართველოს სტენდი იყო წარმოდგენილი

საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi საქართველოს სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიაში, ქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში...