• სად უნდა წარვადგინო განაცხადი და პროექტში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია?

    შევსებული განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ სოფლის განვითარების სააგენტოში ან თქვენი რეგიონის/მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო ცენტრში.

    შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ პროგრამის „ბაღების კომპონენტის“ ფარგლებში განაცხადების წარდგენა მხოლოდ ელექტრონულად სააგენტოს ვებ გვერდიდანაა შესაძლებელი.

     

  • იურიდიული პირის შემთხვევაში ვინ არის განაცხადის წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირი?
    განაცხადის შესაძლებელია წარმოადგინოს დირექტორმა/თავმჯდომარემ (კოოპერატივის შემთხვევაში) ან პროექტში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა სხვა პირმა.
  • დოკუმენტაციის შემოტანისას საჭიროა თუ არა საჯარო რეესტრიდან განახლებული ამონაწერის მომზადება?

    არ არის სავალდებულო წარმოადგინოთ განახლებული ამონაწერი. ამონაწერის მიხედვით იდენტიფიცირებადი უნდა იყოს მიწის მესაკუთრე, მიწის ფართობი უნდა იყოს დაზუსტებული და არ უნდა ედოს ყადაღა. ამავდროულად, ამონაწერთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს მიწის საკადასტრო რუკა.

  • რა ფორმით მეცნობება გადწყვეტილება განაცხადზე?
    გადაწყვეტილება გეცნობებათ წერილობით, თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე ან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
  • განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, მაქვს თუ არა შესაძლებლობა ხელახლა მივმართო სააგენტოს დაფინანსების მისაღებად?
    თქვენ შეგიძლიათ ხარვეზის გამოსწორების შემდგომ ხელახლა წარადგინოთ სააგენტოში განაცხადი შესაბამისი დოკუმენტაციით.
  • სავალდებულოა თუ არა ტრეინინგების გავლა?
    ტრეინინგებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
  • სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში უძრავ-მოძრავი ქონების ან წილების/აქციების ფლობა ჩამეთვლება თუ არა თანამონაწილეობად?
    პროგრამის კომპონენტით გათვალისწინებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა.
  • უძრავ-მოძრავი ქონების ან წილების/აქციების ფლობა ჩამეთვლება თუ არა თანამონაწილეობად?
    პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა.
  • თუ მიწის ნაკვეთი ოჯახის საკუთრებაა და რეგისტრირებულია ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, შეუძლია თუ არა სხვა წევრს მიიღოს პროექტში მონაწილეობა?
    პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი თავად იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
  • რითი უნდა დავადასტურო თანამონაწილეობის თანხის არსებობა?
    თანხის არსებობის დადასტურება არ მოითხოვება.
  • სად შემიძლია შევიძინო ნერგი?

    ნერგი უნდა შეიძინოთ ან ადგილობრივი სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ აქვს კვალიფიციურობა მინიჭებული (ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობათა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილეთ აქ)ან იმპორტის (აშშ/დიდი ბრიტანეთი/ ევროკავშირის და სხვა დაშვებული ქვეყნებიდან) გზით.

  • სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში რითი უნდა დავადასტურო თანამონაწილეობის თანხის არსებობა?
    თანხის არსებობა დასტურდება ცნობით ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ.
  • თუ მიწის ნაკვეთი ოჯახის საკუთრებაა და რეგისტრირებულია ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, შეუძლია თუ არა სხვა წევრს მიიღოს პროექტში მონაწილეობა?
    პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი თავად იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.