"ერთიანი აგროპროექტის" ბენეფიციარი ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელი საწარმო "მანნა" 2017 წელს გაიხსნა, კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტითა“ და USAID/REAP-ის ფინანასური დახმარების პროგრამით ისარგებლა. კომპანიაში 23 ადამიანია დასაქმებული. „მანნას“ ჩაის და სანელებლების გადამამუშავებელ საწარმოში წელიწადში 10 ტონა ნედლეულს გადაამუშავებენ. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე ხდება.