თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ზეკარი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 996,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 428,000 ლარი გრანტია, ხოლო 461,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში დღე-ღამეში 12 ტონა რძის გადამუშავება არის შესაძლებელი და იწარმოება სამი სახის ყველი: ქართული, იმერული და სულგუნი. პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ. გადამმუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში დაგეგმილია, 2019 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის (HACCP) დანერგვა.