სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის  „ალაზანი“ ახალი  სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად,  1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600,000 ლარი გრანტია. სამაცივრე მეურნეობაში  1100 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა  შესაძლებელი.  კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას  ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში 15  ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, კახეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან  ერთად,   ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდა.

„„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს მიერ 82 ახალი საწარმოა დაფინანსებული. შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის შენახვასა და  გადამუშავებას“, - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ.

კახეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, რეგიონში არაერთი საწარმო იქმნება, რაც ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

24 აგვისტო