სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა, რომელიც ენერგოეფექტური ღუმელების და ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებას მოიცავს. აღნიშნული ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

,,შეღავათიანი აგროკრედიტში ახალი მიზნობრიობის დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მყარ საწვავზე/ბიომასაზე (ხე-ტყის ნარჩენი, მშრალი შეშა, ნამჯა და სხვა საწვავად გამოსაყენებელი სასოფლო სამეურნეო ნარჩენები) მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების განვითარებას და ალტერნატიული და განახლებადი მყარი საწვავი საშუალებების (პელეტი, ბრიკეტი, შეშა, ხე-ტყის ნარჩენი, ნამჯა და სასოფლო სამეურნეო სხვა ნარჩენები) მწარმოებელი საწარმოების შექმნას.

სასურსათო და ენერგო ეფექტური მრეწველობის დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება როგორც სესხები, ასევე ლიზინგი.

ხე-ტყის დამამზადებელი ტექნიკის შესყიდვის მიზნით საწყის ეტაპზე, საფინასო ინსტიტუტების მიერ, სესხები გაიცემა 2021 წლის პირველი მაისიდან, იმ იურიდიულ პირებზე და ინდმეწარმეებზე, რომლებიც რეგისტრირებულები იქნებიან, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ყვარელის, თელავის, თიანეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილება ტყის სექტორის რეფორმას უკავშირდება. ტყის სექტორის რეფორმის პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს.

11 მარტი