*პროგრამის მომხმარებელთა ბაზის საბოლოო განახლება განხორციელდება 31.12.2020 წლისთვის
პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა.
სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით). პროგრამა დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და ქვეყნის მასშტაბით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 20 ოქტომბრიდან, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით/პროექტებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება, ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტის მისამართზე: document@rda.gov.ge
დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 1501 ან ეწვიოთ სააგენტოს ვებგვერდს: www.rda.gov.ge
გისურვებთ ჯანმრთელობას !
#დარჩისახლში #stopcov