*პროგრამით მოსარგებლეთა ბაზის საბოლოო განახლება განხორციელდა 30.11.2020-ის მდგომარეობით.
პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენას შეძლებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები.
საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.
2021 წლის 1 მარტიდან დიზელის საწვავის ფასი ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს 2.12 ლარს,ხოლო ბაზაში 2.08 ლარს.
მიიღეთ აგრო დიზელის ბარათი ონლაინ
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და ქვეყნის მასშტაბით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 20 ოქტომბრიდან, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით/პროექტებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება, ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტის მისამართზე: document@rda.gov.ge
დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 1501 ან ეწვიოთ სააგენტოს ვებგვერდს: www.rda.gov.ge
გისურვებთ ჯანმრთელობას !
#დარჩისახლში #stopcov