*პროგრამის ფარგლებში ახალი განაცხადების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ვეტერინარიისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით.
პროგრამის სხვა კომპონენტების მიმართულებით ახალი განაცხადების მიღება შეჩერებულია 2020 წლის 14 ივნისიდან.
"მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დასრულდა. იმერეთის, კახეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.
პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარმოდგენისთვის ბენეფიციარი გადის ორ ეტაპს :
1. მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია.
2. განაცხადის შევსება და გადაგზავნა.
მიმდინარე მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია ან უკვე რეგისტრირებულ ანგარიშზე შესვლა.
მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისთვის ან უკვე არსებულ ანგარიშზე შესასვლელად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და ქვეყნის მასშტაბით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 20 ოქტომბრიდან, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით/პროექტებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება, ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტის მისამართზე: document@rda.gov.ge
დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 1501 ან ეწვიოთ სააგენტოს ვებგვერდს: www.rda.gov.ge
გისურვებთ ჯანმრთელობას !
#დარჩისახლში #stopcov