სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა
მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია
  • მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა
  • პროგრამის პირობები
  • თანადაფინანსება
  • ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
  • იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვები
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა

 * აღნიშნული პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტის შესაბამისად, ახალი განაცხადების მიღება შეჩერებულია  2020 წლის 14 ივნისის 23:59 საათიდან.

** პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება განახლდება 2020 წლის 10 აგვისტოდან, მხოლოდ  ვეტერინარიისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულების ბენეფიციარებისათვის.

 "მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დასრულდა. იმერეთის, კახეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი. 
 აღნიშნული პროგრამა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
 განაცხადების მიღება წარმოებდა ელექტრონულად სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით.
 შემოსული განაცხადის შესაბამისობის დადგენის შემდეგ, პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს  ბიზნესგეგმა/ბიზნესმოდელი და ფინანსური თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბიზნესგეგმის/ბიზნესმოდელის შეფასების  შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გადასვლის საკითხი განიხილება თანადაფინანსების კომიტეტის სხდომაზე,  სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის თანადაფინანსების შესახებ. განაცხადები განიხილება წარდგენის თარიღის რიგითობის შესაბამისად.
 თანადაფინანსების კომიტეტის სხდომები მიმდინარე წლის 15 ივლისიდან, ყოველთვიურად ჩატარდება.

 პროგრამის მიზანი და ამოცანა

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის  ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.

პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და  მოქნილობის ხელშეწყობა. 

პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარმოდგენისთვის ბენეფიციარი გადის ორ ეტაპს :

1. მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია.

2. განაცხადის შევსება და გადაგზავნა.

მიმდინარე მდგომარეობით შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია ან უკვე რეგისტრირებულ ანგარიშზე შესვლა.

მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისთვის ან უკვე არსებულ ანგარიშზე შესასვლელად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: 

ანგარიშზე შესვლა / რეგისტრაცია