პროგრამის შესახებ
არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და ქვეყნის მასშტაბით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 20 ოქტომბრიდან, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით/პროექტებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება, ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტის მისამართზე: document@rda.gov.ge
დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 1501 ან ეწვიოთ სააგენტოს ვებგვერდს: www.rda.gov.ge
გისურვებთ ჯანმრთელობას !
#დარჩისახლში #stopcov