სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა

დანერგე მომავალი
პროექტის შესახებ
  • დანერგე მომავალი
  • ბაღების კომპონენტი
    • კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი
    • სანერგე მეურნეობები
    • სარწყავი სისტემებისა და მასალების მომწოდებლები
    • კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში ჩართული იმპორტირებული ნერგების მომწოდებელი კომპანიები
  • სანერგე მეურნეობები
  • სანერგეების კომპონენტი
  • ნერგების კომპონენტი
  • სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი
    • სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსება
    • ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის სატუმბი სადგურის) მოწყობის თანადაფინანსება/ანაზღაურება
    • წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის თანადაფინანსება
  • იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვები
დანერგე მომავალი

პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

თანადაფინანსება განხორციელდება ოთხი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:

ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი);
ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში სანერგეების კომპონენტი);
გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი;

დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ნერგების კომპონენტი).

პროექტი მიზნად ისახავს:

1) საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
2) ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.

დადგენილება-კონსოლიდირებული