- ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
- იურიდიული პირები (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა)
- დაფინანსების პირობები და ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
- ვალდებულებები
- სასოფლო-სამეურენეო კოოპერატივები
- დაფინანსების პირობები და ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
- ვალდებულებები
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების იჯარით გადაცემის წესი და პირობები
- თანადაფინანსების მიღების ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- დამატებითი ინფორმაცია
- ტერმინთა განმარტება
-
იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვები
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
* 2021 წლის 8 თებერვლიდან პროგრამა ქართული ჩაის ფარგლებში განაცხადების მიღება განახლდა.
პროგრამის მიზნები:
- საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა;
- კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;
- ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამის ზოგადი პირობები:
- პროგრამის ფარგლებში ხორციელდება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის* სარეაბილიტაციო სამუშაოების* თანადაფინანსება.
- პროგრამის ბენეფიციარს (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) დაუფინანსდება - ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%, მაგრამ არაუმეტეს 2 500 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ - ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით;
- პროგრამის ბენეფიციარის* საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ი ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი არ უნდა შეადგენდეს 5 ჰა -ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა -ს;
პროგრამის ფარგლებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
- ჩაის პლანტაციის გაწმენდა (ხეებისგან, მეტალის და ბეტონის ნარჩენებისგან, უცხო საგნებისგან);
- პლანტაციის მძიმე ან ნახევრადმძიმე გასხვლა;
- სადრენაჟე არხის მოწყობა (სადრენაჟე არხის მოწყობა შესაძლებელია პლანტაციის მძიმე ან ნახევრად მძიმე გასხვლამდეც);
- რიგთაშორის ნიადაგის დამუშავება/გაფხვიერება (ზედაპირული გაფხვიერება 15-20 სმ სიღრმეზე);
- პირველ წელს სასუქების და სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების (მათ შორის ბიო) შესყიდვა;
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
*შენიშვნა - ტერმინთა განმარტება.