სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა
ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა
  • ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა
  • პროგრამის პირობები და შეზღუდვები
  • ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
  • ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
  • იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვები
ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის მიზანი და ამოცანა

ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მიზანია  პურზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება.

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება სუბსიდირების გზით.

ტერმინები

პოტენციური ბენეფიციარი - საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაციას და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს ხელშეკრულება სუბსიდირების შესახებ;

ბენეფიციარი - პირი რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია სუბსიდირების ხელშეკრულება;

სუბსიდირების ხელშეკრულება - სააგენტოს და ბენეფიციარს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს; 

სუბსიდია - პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი  ფულადი სახსრები.