ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მიზანია არა საფურაჟე/სასურსათო ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება.
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მარაგების შექმნის სტიმულირება.
*II ეტაპი - განაცხადების მიღება განხორციელდება 2020 წლის 1 მაისის 14:00 საათიდან 2020 წლის 4 მაისის 14:00 საათამდე. განაცხადები მიიღება 2050 ტონა ხორბლის იმპორტის სუბსიდირებაზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და ქვეყნის მასშტაბით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 20 ოქტომბრიდან, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით/პროექტებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება, ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტის მისამართზე: document@rda.gov.ge
დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 1501 ან ეწვიოთ სააგენტოს ვებგვერდს: www.rda.gov.ge
გისურვებთ ჯანმრთელობას !
#დარჩისახლში #stopcov