სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს სტაჟირებას რეგიონულ სამსახურებში

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და პროგრამებს, ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ეწევა საექსტენციო საქმიანობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სააგენტოს მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

()იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს სტაჟირებას რეგიონულ სამსახურებში: გურია - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური; იმერეთი - ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი, კახეთი - თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი; მცხეთა-მთიანეთი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი; სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი; სამცხე-ჯავახეთი - ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა, ქვემო ქართლი - მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა; შიდა ქართლი - გორი, კასპი, ქარელი, ხაშური.

სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებულ პირებს, , ვთავაზობთ, მიიღონ გამოცდილება შემდეგ საქმიანობაში:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის შესახებ ოპერატიული მონაცემების მოძიება, დამუშავე, ანალიზი;
  • ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სააგენტოში მიმდინარე პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სხვა საჭირო რეკომენდაციების გაცემა საოფისე, საველე და სატელეფონო კონსულტაციების გზით;
  • რეგიონში/მუნიციპალიტეტში სააგენტოს მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების საველე და საოფისე შეხვედრების დაგეგმვა/კოორდინაცია. 

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1-6 თვე

განრიგი: არასრული/შეთანხმებით.
სტაჟირება არის არაანაზღაურებადი. 

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

  • არანაკლებ მე-2 კურსის სტუდენტი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

უპირატესობა მიენიჭება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური დარგების მიმართულების კურსდამთავრებულებს/სტუდენტებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: HR@rda.gov.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 21 თებერვალი.

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტომ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები იმ მოცულობითა და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.

არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დიდი მადლობა ჩვენთან სტაჟირებით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებას!