სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ჩხოროწყუს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ჩხოროწყუს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ჩხოროწყუ
გრაფიკი: სრული.
ხელფასი: 880 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფერმერთა სამიზნე ჯგუფების შერჩევა, მათი საჭიროებების განსაზღვრა/პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
- სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განხორციელება, დაინტერესებულ პირებთან საველე და საოფისე შეხვედრების ორგანიზება/მოწყობა; დარგობრიოვი (თეორიული და პრაქტიკული) რეკომენდაციების გაცემა საოფისე, საველე და სატელეფონო კონსულტაციების გზით.
- სააგენტოში მიმდინარე პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის.
- საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველთვიური ანგარიშის მომზადება.
- თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
- კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება, ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა.
- ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დამუშავების, კულტურების მოსავლის (მათ შორის საპროგნოზო), პროდუქტების წარმოების რაოდენობის და ა. შ. მოძიება, შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი პროგრამული ასახვა.
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ყოველდღიური (საჭიროების შემთხვევაში) და ყოველკვირეული საბითუმო და საცალო ფასების მოძიება და შესაბამის ვებ-გვერდზე ონლაინ რეჟიმში ასახვა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების Microsoft Office ზედმიწევნით ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილებისა და დაგეგმვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში ადექვატური ქცევის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 28 თებერვალი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე hr@rda.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ჩხოროწყუს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი”- წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული.
თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტომ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.
არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებას!