სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ აცხადებს ვაკანსიას

()იპსოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მარნეული

გრაფიკი: სრული.

ხელფასი: 880 ლარი. 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, დაინტერესებულ პირებთან საველე და საოფისე შეხვედრების ორგანიზება; თეორიული და პრაქტიკული  რეკომენდაციების გაცემა   საოფისე, საველე და სატელეფონო კონსულტაციების გზით;
  • სააგენტოში მიმდინარე პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებულ პირთათვის.
  • სტრუქტურული დანაყოფის/ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველთვიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
  • სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
  • კორესპონდენციის დამუშავება და ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა.
  • ბენეფიციარის/პოტენციური ბენეფიციარის მიერ მოწოდებული განაცხადების (საჭირო თანმდევი დოკუმენტაციით) ატვირთვა სააგენტოს ელექტრონულ საქმისწარმოების პროგრამაში (eDocument).
  • ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დამუშავების, კულტურების მოსავლის, პროდუქტების წარმოების რაოდენობის შესახებ და სხვ. მონაცემების მოძიება, შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი პროგრამული ასახვა.
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ყოველდღიური (საჭიროების შემტხვევაში) და ყოველკვირეული საბითუმო და საცალო ფასების მოძიება და შესაბამის ვებ-გვერდზე ონლაინ რეჟიმში ასახვა.
  • კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების Microsoft Office ზედმიწევნით ცოდნა; 

სხვა მოთხოვნები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრობლემების ანალიზის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ადექვატური ქცევის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 14 აგვისტო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე hr@arda.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „უფროსი სპეციალისტი”- წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული.

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

სააგენტოს შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: www.arda.gov.ge

დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებას!