ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2026" საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2026" ექვსი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.  

საქართველოს პავილიონს იაპონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზჭერის  მინისტრის მოადგილე იუჰეი იამაშიტა ეწვია. მინისტრის მოადგილეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ უმასპინძლეს. 

„სოფლის განვითარების სააგენტო წელს  უკვე მესამე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს საქართველოს პავილიონს. გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ექსპორტის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით.   ვაგრძელებთ მუშაობას დაფინანსების ისეთი მექანიზმების შექმნასა და განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი ქართული აგროპროდუქციის წარმოების ზრდას და აძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.  

საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების „მაისი 2020“, „ჰობი“, „გეონატურალი“, „აგროლაინი“, „აჩინებული“ და „წყალი მარგებელი“ წარმოებული  პროდუქცია: კაკალი, თაფლი, წყალი და ხილის წვენები.

საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2026  აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა. წელს გამოფენაში  70-ზე მეტი ქვეყნიდან 3,000-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...