არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

„აქტიურად მიმდინარეობს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი, როგორც შიდა ქართლში, ასევე სხვა რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის გადამუშავებულია 2,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, ფერმერებმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ეს პროცესი გაგრძელდება 15 დეკემბრამდე, მოსავლის სრულად დაბინავებამდე“  - განაცხადა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის  შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, შიდა ქართლის მხარის რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან ერთად არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესის მიმდინარეობის გაცნობისას.  

შიდა ქართლის მხარის რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, გორში, შექმნილი შტაბი იმუშავებს  რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა მოხდეს მიღებული მოსავლის ორგანიზებული ჩაბარება და დაბინავება.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა