გორის მუნიციპალიტეტ სოფელ მეჯვრისხევში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „პომონამ“ "დანერგე მომავალი" პროგრამის ფარგლებში ვაშლისა და ბლის ბაღები 12 ჰა მიწაზე გააშენა.
კოოპერატივმა, ნერგების, სარწყავი და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობისათვის სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების სახით 120 000 ლარი მიიღო.
ასევე, „პომონა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ბენეფიციარია, სესხის ოდენობა 645,000 ლარს შეადგენს.
სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად - პროგრამის „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის" ფარგლებში 500,000 ლარი თანადაფინანსებით სარგებლობს.