სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სოფლის განვითარების მიმართულებით, ახალი საგრანტო პროგრამის დაწყება იგეგმება

პროგრამის მიზანია ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ალტერნატიულ საწვავის გამოყენებით შეამცირებს მერქნულ რესურსზე მოთხოვნას საყოფაცხოვრებო სექტორში.

ახალი პროექტის დეტალები სოფლის განვითარების სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

პროგრამა ამოქმედდება ტყის სექტორის რეფორმის პროექტის ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

სოფლის განვითარების სააგენტოსათვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლად არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა, ამასთანავე, ენერგოეფექტური ისეთი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, რითაც მინიმუმამდე შემცირდება გარემოზე ზემოქმედება, -აღნიშნა ილია თამარაშვილმა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეებმა, გიორგი ჯიბლაძემ, ნიკოლოზ ქავთარაძემ და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა მიიღეს.

16 აგვისტო
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს