სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
კახეთის რეგიონში, სეტყვისგან დააზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა დაწყებულია

26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. 27 აგვისტოს 16:00 საათის მონაცემებით, სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 1,700-ზე მეტი შეტყობინება დაზიანებული ფართობი 1,200 ჰექტარზე მეტს შეადგენს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების შეტყობინებები ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში მიიღება როგორც სადაზღვევო კომპანიების, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ნომერზე 1501.

როცესში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურები. შეტყობინებების მიღების პროცესის პარალელურად, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი.

იმის გათვალისწინებით რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის და, მნიშვნელოვანია, არ შეფერხდეს ყურძნის კრეფის პროცესი, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის ადგილზე მისვლამდე, მევენახე ფერმერს შეუძლია აიღოს მოსავალი, რისთვისაც საჭიროა, შეტყობინება განახორციელდეს სადაზღვევო კომპანიაში და გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება.

27 აგვისტო
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს