სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემა იწყება

26 აგვისტოსა და 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი, ერთჯერადი დახმარებას მიღებენ. ერთჯერადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ერთ ჰექტარზე 3,000 ლარით, ხოლო ის ფერმერები რომელთაც 100%-ით დაუზიანდათ მოსავალი, რომელიც უკვე ჩააბარეს და მიიღეს 3000 ლარამდე თანხა მაგალითად 1000 ლარი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, სახელმწიფო მათ შეუვსებს დარჩენილ სხვაობას ანუ 2000 ლარს. მევენახეობის კადასტრის სისტემაში რეგისტრირებულ ერთ ფიზიკურ პირზე მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე ჩაბარებული ყურძნისთვის მისაღები/მიღებული თანხის და ერთჯერადი დახმარების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს.

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადით უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ სამსახურს და მუნიციპალურ ცენტრებს. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ვენახ(ებ)ის დაზიანების შესახებ, ვენახ(ებ)ის კოდს (მევენახის კადასტრის ამონაწერიდან), ფიზიკური პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს და საკონტაქტო ინფორმაციას. ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში.

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერიებში შექმნილი სამუშაო ჯგუფები, სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოახდენენ ვენახ(ებ)ის ადგილზე დათვალიერებას, სეტყვის შედეგად ვენახ(ებ)ის დაზიანების, მოსავლის არარსებობის ფაქტის დადგენასა და დათვალიერების აქტის შედგენას.

დაზარალებული მუნიციპალიტეტის მერიების მიერ სოფლის განვითარების სააგენტოს ეგზავნება იმ ფიზიკური პირების სია, რომლებთანაც დათვალიერების აქტით დადასტურდა სეტყვის შედეგად ვენახ(ებ)ის დაზიანებისა და მოსავლის არარსებობის ფაქტი. მას შემდეგ, რაც განისაზღვრება დაზარალებულ პირთა სია და გასაცემი თანხის ოდენობა, გაიცემა ერთჯერადი დახმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სს ლიბერთი ბანკს საქართველოს მასშტაბით გააჩნია ყველაზე დიდი დაფარვის ქსელი და სხვადასხვა სუბსიდირების პროექტების განხორციელებისას, უკვე წარმატებით თანამშრომლობს სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ფერმერები აღნიშნული პროექტის ფარგლებში ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ სს ლიბერთი ბანკის მეშვეობით. მევენახეებს დახმარების მისაღებად უსასყიდლოდ გადაეცემათ ბანკის პლასტიკური ბარათები, რომელ ბარათებზეც მოხდება თანხის ჩარიცხვა.

08 სექტემბერი
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს