სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ილია თამარაშვილი „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ გიორგი სურმანიძესთან ერთად, ქედას მუნიციპალიტეტის სოფელ ძერწმანში, სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში კერკი სამუშაო პროცესს გაეცნო და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისცენტის პროგრამის სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.

ჩირის საწარმო შპს ,,კერკი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და აგროსერვისცენტის პროგრამების მხარდაჭრით შეიქმნა. საწარმოში 25 ადამიანი მუდმივადაა დასაქმებული, დაგეგმილია ხუთი სახის პროდუქციის: ჩირის, ტყლაპის, ცუკატის, თხილეულისა და ჩურჩხელის წარმოება. პროდუქცია ქართულ ბაზარზე წლის ბოლოს, წინასაახალწოდ გამოჩნდება, ხოლო ექსპორტზე 2022 წლის სექტემბრიდან გავა.

შპს კერკი ორი სააგენტოს ხელშემწყობი პროგრამებისა და დონორების მხარდაჭერის სინერგიით ახალი საწარმოების შექმნის კარგი მაგალითია. საწარმო ქმნის შესაძლებლობას, გადამუშავდეს ადგილობრივი მეხილეობის პირველადი პროდუქცია, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, შეიქმნას დამატებითი ღირებულება და მოხდეს პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება/მოდერნიზებას, ასევე ბენეფიაციარების ფინანსურ დახმარებას ახალი ბიზნესის დასაწყებად. აღნიშნული პროგრამით, 2021 წელს, 16 ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას.

30 სექტემბერი
სოფლის განვითარების პროგრამის მწვანე გრანტების კომპონენტში განაცხადების მიღება დაიწყო