სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ხის მულჩისა და ბრიკეტების წარმოება დაიწყო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში, სოფლის განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ ტიჩი ხის მულჩისა და ბრიკეტის წარმოება დაიწყო. საწარმოს სიმძლავრე საათში 6-8 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა. საწარმოს შესაქმნელად, სრული ინვესტიცია 200,000 ლარზე მეტია, საიდანაც 165, 000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის გრანტია. საწარმოში 14 ადგილობრივია დასაქმებული. ზამთრის პერიოდში კომპანიის ტიჩი წარმოებული ბრიკეტებით დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედები საჯარო სკოლები მომარაგდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი სოფელ ორბეთში იმყოფებოდნენ, სადაც ახლადგახსნილ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ.

სოფლის განვითარების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

სოფლის განვითარების პროგრამა ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 48 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 5 მილიონ ლარზე მეტია.

18 ნოემბერი