სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
იმერეთის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებს ლურჯი მოცვის წარმოების აგროტექნოლოგიის საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფერმერი ფერმერისთვის (F2F) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, ნინო ადამსმა ჩაატარა.

თეორიული და პრაქტიკული სწავლება მოიცავდა ლურჯი მოცვის წარმოების თანამედროვე აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ბაღის მართვას, სხვლა/ფორმირებისა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებს, წამლობის სქემებსა და მიღებული მოსავლის შენახვის ტექნოლოგიებს.

მიმდინარე წელს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფერმერი ფერმერისთვის (F2F) მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის წარმოების საკითხებზე სწავლება 100-მდე ფერმერს ჩაუტარდება.

07 აპრილი
ევროკავშირის და UNDP-ის სოფლის განვითარების პროგრამა სოფლად მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს