სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება
პროგრამის პირობები

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების  მიზნით განსაზღვრული პირობები:

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ერთჯერადი დახმარების გაცემას უზრუნველყოფს ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო.

2021 წლის 26 აგვისტოს და 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულ  მოსახლეობაზე, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი, გაიცემა ერთჯერადი დახმარება დაზიანებული ვენახის ყოველ ერთ ჰექტარზე 3,000 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 60,000 ლარისა.

ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება გადამამუშავებელ საწარმოში 2021 წლის 10 სექტემბრამდე ჩაბარებული ყურძნიდან მისაღებ/მიღებულ თანხასა და ერთჯერად დახმარებას შორის სხვაობით, 1 ჰექტარზე 3,000 ლარის გადაანგარიშებით. სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში რეგისტრირებულ ერთ ფიზიკურ პირზე 2021 წლის 10 სექტემბრამდე ჩაბარებული ყურძნისთვის მისაღები/მიღებული თანხის და ერთჯერადი დახმარების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს. 

დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების მისაღებად, პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამსახურს და მუნიციპალურ ცენტრებს  არაუგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრისა და წარადგინოს განცხადება (დანართი #1) ვენახ(ებ)ის დაზიანების და მოსავლის განადგურების შესახებ.

შენიშვნა*: ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახ(ებ)ი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში.

ერთჯერადი დახმარების თანხის მიღება შესაძლებელია არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

სოფლის განვითარების პროგრამის მწვანე გრანტების კომპონენტში განაცხადების მიღება დაიწყო