სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა
აგროდიზელი
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა

*პროგრამით მოსარგებლეთა ბაზის საბოლოო განახლება განხორციელდა:

სასოფლო სამეურნეო მიწის მფლობელებისთვის - 2021 წლის 28 იანვრის მდგომარეობით

სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან ან/და მათთან აფელირებული პირებიდან სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემის შემთხვევაში - 2021 წლის 20 აპრილის მდგომარეობით.

პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენას შეძლებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25ჰა-დან ფართობის მიწის ნაკვეთის (გარდა საძოვრის კატეგორიისა) მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები. ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები რომლებიც სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან ან/და მათთან აფელირებული პირებისგან იჯარით აქვთ აღებული 0,25ჰა-დან ფართობის მიწის ნაკვეთის (გარდა საძოვრის კატეგორიისა).

საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. ხოლო ბენეფიციარებს ვისაც საკუთრებაში ან/და იჯარით აქვთ აღებული 100 ჰა-ზე მეტი ფართის მიწის ნაკვეტები, მათი ლიმიტი შეადგენს 15,000 ლიტრს. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის  საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.

2021 წლის 1 სექტემბრიდან დიზელის საწვავის ფასი ავტოგასამართ სადგურებსა და ბაზებში  შეადგენს 2.28 ლარს. 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.

 

 

მიიღეთ აგრო დიზელის ბარათი ონლაინ

WWW.MY.MEPA.GOV.GE

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს