პროგრამის მიზანი და ამოცანები
პროგრამის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების სტიმულირების გზით.
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით აგრო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.
შენიშვნა: პროგრამაში მონაწილეობას არ მიიღებს მიწის ნაკვეთი თუ საჯარო რეესტრის ამონაწერში უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს სათიბი ან/და საძოვრის კატეგორია.
პროგრამის განმახორციელებელი
• პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო;
• პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და ქვეყნის მასშტაბით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2020 წლის 20 ოქტომბრიდან, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით/პროექტებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება, ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტის მისამართზე: document@rda.gov.ge
დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 1501 ან ეწვიოთ სააგენტოს ვებგვერდს: www.rda.gov.ge
გისურვებთ ჯანმრთელობას !
#დარჩისახლში #stopcov