ასევე გასათვალისწინებელია:
პროგრამა ინიცირებულია და მის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო .
პროგრამის ბიუჯეტი - 50 000 000 ლარი.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში.
პროგრამის მიზანი:
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის ამოცანა:
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით და ქვეყნის მასშტაბით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2020 წლის 20 ოქტომბრიდან, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით/პროექტებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება, ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტის მისამართზე: document@rda.gov.ge
დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 1501 ან ეწვიოთ სააგენტოს ვებგვერდს: www.rda.gov.ge
გისურვებთ ჯანმრთელობას !
#დარჩისახლში #stopcov