სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა
პროექტის შესახებ
  • საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა
  • პროგრამის პირობები
  • განხორციელების არეალი და ბიუჯეტი
  • პროგრამის მიზნობრიობები და შეზღუდვები
  • ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
  • განაცხადის მიღების, განხილვის, დამტკიცების, შეთანხმების გაფორმების და დაფინანსების პროცედურა
  • მონიტორინგი
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 თებერვლის 12:00 საათიდან  ელ.ფოსტის მეშვეობით pilotregions@rda.gov.ge.

პროგრამის შესახებ

ახალი საწარმოების შექმნის, ასევე არსებული საწარმოების გაფართოების ან/და გადაიარეღების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს დაფინანსების პროგრამას.

პროგრამა ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

პროგრამის მიზანი 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული უთანაბრობების შემცირებასა და ტერიტორიულ განვითარებას.

პროგრამის ამოცანა

ა) ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მიზნობრივ რეგიონებში პროექტების დაფინანსების გზით;

ბ) მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება.

საქართველოს მთავრობის განკარგულება 

ევროკავშირის და UNDP-ის სოფლის განვითარების პროგრამა სოფლად მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს