სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას თერჯოლის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე

()იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას თერჯოლის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თერჯოლა

გრაფიკი: სრული.

ხელფასი: 760 ლარი. 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, დაინტერესებულ პირებთან საველე და საოფისე შეხვედრების ორგანიზება; დარგობრივი (თეორიული და პრაქტიკული)

რეკომენდაციების გაცემა საოფისე, საველე და სატელეფონო კონსულტაციების გზით.

  • სააგენტოში მიმდინარე პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებულ

პირთათვის.

  • საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველთვიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
  • სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში მათში მონაწილეობის მიღება.
  • ცენტრში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება, ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა.
  • ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დამუშავების, კულტურების მოსავლის (მათ შორის საპროგნოზო), პროდუქტების წარმოების რაოდენობის შესახებ და სხვ. მონაცემების მოძიება, შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი პროგრამული ასახვა.
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ყოველდღიური (საჭიროების შემთხვევაში) და ყოველკვირეული საბითუმო და საცალო ფასების მოძიება და შესაბამის ვებ-გვერდზე ონლაინ რეჟიმში ასახვა.
  • კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების Microsoft Office ზედმიწევნით ცოდნა; 

სხვა მოთხოვნები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრობლემების ანალიზის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ადექვატური ქცევის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 03 მაისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე hr@rda.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „თერჯოლის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსი სპეციალისტი”- წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული.

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტომ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებას!