სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს სტაჟირებას საინფორმაციო დეპარტამენტის ცხელი ხაზისა და ფერმათა/ფერმერთა რეესტრის მართვისა და განვითარების სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და პროგრამებს. სააგენტოს მისიაა საჭირო რესურსების ყველაზე ეფექტურად და სწორად მიწოდებით, ფერმერთა და სოფლად მაცხოვრებელთა კეთილდღეობის ზრდის ხელშეწყობა.

()იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს სტაჟირებას საინფორმაციო დეპარტამენტის ცხელი ხაზისა და ფერმათა/ფერმერთა რეესტრის მართვისა და განვითარების სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე.

სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1-6 თვე

განრიგი: არასრული/შეთანხმებით
სტაჟირება არის არაანაზღაურებადი 

დაინტერესებულ და მოტივირებულ პირებს ვთავაზობთ, ჩაერთონ შემდეგ საქმიანობაში:

  • სატელეფონო მომსახურების სტანდარტების დაცვით მოქალაქეთა მომსახურება/კონსულტირება;
  • შემოსულ ზარებზე დროული და ადეკვატური რეაგირება;
  • მოქალაქეთა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა (პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და დახმარების გაწევა), საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება;
  • გამავალი ზარების  განხორციელება   სატელეფონო გამოკითხვებთან დაკავშირებით (საჭიროების შემთხვევაში);
  • თითოეული ზარის მონაცემთა ბაზაში შესაბამისი სტატუსით და ინფორმაციული სიზუსტით ასახვა. 

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

  • უმაღლესი განათლება ან არანაკლებ მე-4 კურსის სტუდენტი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • შიდა კომუნიკაციის დაგეგმვისა და/ან წარმართვის უნარი;
  • დროის სწორად მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ადეკვატური ქცევის უნარი;
  • პრობლემების ანალიზის უნარი;
  • პრიორიტეტებად ჩაითვლება ცხელ ხაზზე მუშაობის გამოცდილება და რუსული და/ან ინგლისური ენ/ებ/ის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: HR@rda.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ დასახელება „სტაჟირება-ცხელი ხაზი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 04 ოქტომბერი.

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტომ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები იმ მოცულობითა და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.

არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

სოფლის განვითარების პროგრამის მწვანე გრანტების კომპონენტში განაცხადების მიღება დაიწყო