სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას Full Stack დეველოპერის პოზიციაზე, ინოვაციური და კომპლექსური პროექტების დეველოპმენტისთვის

სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას Full Stack დეველოპერის პოზიციაზე, ინოვაციური და კომპლექსური პროექტების დეველოპმენტისთვის.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კონკურენტული, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით ფუნქციები:

  • ვებ აპლიკაციების და ვებსაიტების შემუშავება;
  • სააგენტოს მიერ შექმნილი ელექტრონული პროდუქტების მომხმარებლების დისტანციური მხარდაჭერა;
  • ინციდენტის ფარგლებში მომხმარებლის კონსულტირების მიზნით, საჭიროების შესაბამისად გამავალი ზარების განხორციელება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვა. 

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • შემდეგი ვებ ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა: PHP, Laravel framework, HTML5, CSS3, JavaScript, MySQL, PostgreSQL, REST API, Ajax);
  • უპირატესობად ჩაითვლება: AngularJS;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. 

უნარები:

  • მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
  • ცოდნის და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებისკენ სწრაფვა. 

ჩვენი შემოთავაზება:

  • საინტერესო და კომპლექსური პროექტები, მრავალფეროვანი დავალებები;
  • ახალი გამოცდილების შეძენის და ცოდნის გაღრმავების დიდი პოტენციალი;
  • დიდ მონაცემებთან და მასშტაბირებად არქიტექტურასთან მუშაობა;
  • პროფესიონალთა გუნდი, მეგობრული გარემო. 

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება. 

გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: hr@rda.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება Full Stack დეველოპერი რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.   

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ განაცხადების გადარჩევის მიხედვით შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ნოემბერი.