სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის პოზიციაზე, ინოვაციური და კომპლექსური პროექტების დეველოპმენტისთვის

სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის პოზიციაზე, ინოვაციური და კომპლექსური პროექტების დეველოპმენტისთვის.  

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კონკურენტული, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით 

მოვალეობები:
სააგენტოში არსებული და ახალი ვებ პლატფორმების ტექნიკურ დონეზე აწყობა, კონფიგურაცია და მხარდაჭერა, რაც გულისხმობს:

  • სააგენტოს პროგრამების/პროექტების შესაბამისი სერვისების/სისტემების აწყობა/გამართვა (სატესტო და რეალურ გარემოში), კონფიგურირება, განახლებების დაყენება, ტექნიკური მხარდაჭერა, მონიტორინგი ( საჭიროების შემთხვევაში გარე software development კომპანიასთან კომუნიკაციით);
  • სერვისებში/სისტემებში აღმოჩენილი ტექნიკური ბაგების და შეცდომების გასწორება (საჭიროების შემთხვევაში გარე software development კომპანიასთან კომუნიკაციით).  

ზემოაღნიშნულის გარდა, მონაცემთა ბაზების სხვა ადმინისტრატორებთან ერთად მონაცემთა ბაზების ადნინისტრატორის (DBA) სტანდარტული მოვალეობების განახორციელება, როგორებიცაა:

  • მონაცემთა ბაზების მართვა, კონფიგურირება;
  • მონაცემთა ბაზების მონიტორინგი (health and performance);
  • მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების დაგეგმვა, ორგანიზება და უზრუნველყოფა;
  • მონაცემების უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა პასუხისმგებლობის ფარგლებში;
  • მონაცემების სათადარიგო ასლების პოლიტიკის დანერგვა მონაცემთა ბაზების დონეზე
    მონაცემთა ბაზების მხარდაჭერა. 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
  • სასურველია მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების 2 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება;
  • MySQL, PostgreSQL, MSSQL მაღალ დონეზე ცოდნა. 

უნარები:

  • ლოგიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დროის და ამოცანების შესრულების რიგითობის ოპტიმალური დაგეგმვა.  

ჩვენი შემოთავაზება:

  • საინტერესო და კომპლექსური პროექტები, მრავალფეროვანი დავალებები;
  • ახალი გამოცდილების შეძენის და ცოდნის გაღრმავების დიდი პოტენციალი;
  • დიდ მონაცემებთან და მასშტაბირებად არქიტექტურასთან მუშაობა;
  • პროფესიონალთა გუნდი, მეგობრული გარემო.  

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება. 

გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: hr@rda.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი. რეზიუმე გთხოვთ დაასათაუროთ თქვენი სახელით და გვარით.  

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ნოემბერი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 დაკავშირება მოხდება მხოლოდ განაცხადების გადარჩევის მიხედვით შერჩეულ კანდიდატებთან.