სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას დავალიანების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას დავალიანების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. 

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქციები:

  • სააგენტოს წინაშე დავალიანების მქონე პირებთან სატელეფონო კომუნიკაცია არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით;
  • ბენეფიციარების დავალიანებების მართვა;
  • ბენეფიციარების დავალიანების გადახდის მოქნილი პირობების შედგენა და შეთანხმება;
  • შესრულებული სამუშაოსა და იდენტიფიცირებული პრობლემების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • მიღებული ინფორმაციის ასახვა შესაბამის პროგრამაში;
  • სააგენტოს ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა.
  • გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქცია-მოვალეობებისა, სამუშაოსთან კავშირში მყოფი სხვა დავალებების შესრულება.  

მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი  განათლება ფინანსების, ან ეკონომიკური მიმართულებით;
  • მონაცემების შეგროვების გამოცდილება;
  • სასურველია სატელეფონო მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.  

უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • მოლაპარაკების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • სიტუაციის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილებისა და დაგეგმვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.  

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@rda.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება დავალიანების მართვის სპეციალისტი. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.  

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 23 ნოემბერი. 

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ განაცხადების გადარჩევის მიხედვით შერჩეულ კანდიდატებთან.