სიახლეების გამოწერა
გამოწერა
გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება
გაუქმება
სიახლეების გამოწერა
სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს სტაჟირებას რეგიონულ სამსახურებში

სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და პროგრამებს, ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ეწევა საექსტენციო საქმიანობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სააგენტოს მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს სტაჟირებას რეგიონულ სამსახურებში:

  • გურიაში - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური;
  • იმერეთში - ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი;
  • კახეთში - თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი;
  • მცხეთა-მთიანეთში - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი;
  • სამცხე-ჯავახეთში - ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა; 
  • ქვემო ქართლში - მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა;
  • შიდა ქართლში - გორი, კასპი, ქარელი, ხაშური.

სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ, მიიღონ გამოცდილება შემდეგ საქმიანობაში:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის შესახებ ოპერატიული მონაცემების მოძიება, დამუშავება, ანალიზი;
  • ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სააგენტოში მიმდინარე პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო და სხვა საჭირო რეკომენდაციების გაცემა საოფისე, საველე და სატელეფონო კონსულტაციების გზით;
  • რეგიონში/მუნიციპალიტეტში სააგენტოს მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების საველე და საოფისე შეხვედრების დაგეგმვა/კოორდინაცია.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1-6 თვე

განრიგი: არასრული/შეთანხმებით.
სტაჟირება არის არაანაზღაურებადი.

 მოთხოვნები კანდიდატისადმი:

  • არანაკლებ მე-2 კურსის სტუდენტი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლიანი;
  • მოწესრიგებული.

 უპირატესობა მიენიჭება სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულების კურსდამთავრებულებს/სტუდენტებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: HR@rda.gov.ge

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ- სოფლის განვითარების სააგენტომ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები იმ მოცულობითა და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.

არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დიდი მადლობა ჩვენთან სტაჟირებით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებას!