მეფუტკრეებს დარგობრივი ტრენინგები ჩაუტარდათ

მეფუტკრეობის ტრენინგები სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ფერმერი ფერმერისთვის“ (F2F) მხარდაჭერით ჩატარდა.  ქვეყნის მასშტაბით გამართულ ტრენინგებს 200-მდე მეფუტკრე დაესწრო. 

სწავლება ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, ბრიჯიტ გროსმა ჩაატარა. 

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას საფუტკრეში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. მეფუტკრეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ხელოვნური განაყოფიერების, სანაშენე მეურნეობების შექმნის, მავნებელი დაავადებების მართვისა და საფუტკრის ინსპექტირების მეთოდების შესახებ.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოსა და ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

სოფლის განვითარების სააგენტოსა და ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ლიეტუვის ეროვნული გადამხდელი სააგენტოს გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარებული...