საერთაშორისო გამოფენა - Green Week 2027
გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 ოქტომბრის 12:00 საათიდან 2026 წლის 15 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით
გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 ოქტომბრის 12:00 საათიდან 2026 წლის 15 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით „ფერმერის დღე 2026“ 19 სექტემბერს ჩატარდება.
საერთაშორისო გამოფენაში განაცხადების მიღება გრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou”. ამასთან, SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე მესამედ არის წარმოდგენილი.
გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 31 აგვისტოს 12:00 საათიდან 2026 წლის 14 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით

2026 წლის 12-14 ოქტომბერს, კატარის სახელმწიფოში, ქ. დოჰაში, დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში - Hospitality Qatar - რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, სოფლის განვითარების სააგენტო აღარ მიიღებს მონაწილეობას.
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31 ივლისის მდგომარეობით, 833 სუბიექტია რეგისტრირებული. მათ შორის, 460 ფიზიკური, ხოლო 374 იურიდიული პირი. რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთო ფართობი 6,777 ჰექტარს შეადგენს.
ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები, ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ.
ქუთაისში, იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.
ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ მაჭარაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს დეტალური ინფორმაცია გააცნო „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსების პირობებისა და მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ მაჭარაშვილმა წარუდგინა.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსებას განაგრძობს. აღნიშნული მხარდაჭერის მექანიზმი ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის წლების განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, ხოლო მიმდინარე წლის ივლისიდან ინტეგრირებულია „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“.