საერთაშორისო გამოფენა - Paris International Agricultural Show (SIA) 2027
|
საერთაშორისო გამოფენაში განაცხადების მიღება გრძელდება გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 18 სექტემბრის 12:00 საათიდან 2026 წლის 24 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით |
| გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში |
2027 წლის 27 თებერვალიდან 7 მარტის ჩათვლით ქალაქ პარიზში, საფრანგეთში, გაიმართება საერთაშორისო გამოფენა "Paris International Agricultural Show (SIA) 2027“.
გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 1,100-ზე მეტი გამომფენი კომპანია 28 ქვეყნიდან. "Paris International Agricultural Show (SIA) 2027" წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენას აგროსასურსათო პროდუქციის მიმართულებით.
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ან/და რეალიზაციას უწევენ საკვებ, სასმელ ან გამოფენის შინაარსის შესაბამის სხვა პროდუქციას.
გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
