როგორ შევქმნათ კოოპერატივი და მივიღოთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი
პირველი ნაბიჯი: საჭიროა საერთო იდეის გარშემო არანაკლებ 5 პირის გაერთიანება.
მეორე ნაბიჯი: შეიქმნას წესდება, კოოპერატივი ირჩევს მართვის სისტემას - მონისტურს ან დუალისტურს. მონისტური მართვის სისტემისას კოოპერატივის მართვის ორგანოებია საერთო კრება და გამგეობა, ხოლო დუალისტური მართვის სისტემისას კი საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და გამგეობა) (წესდების სარეკომენდაციო ფორმა)
მესამე ნაბიჯი: საჯარო რეესტრში დაფუძნდეს კოოპერატივი
იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივის მართვის სისტემა მონისტურია, საჯარო რეესტრში, კოოპერატივის რეგისტრაციის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
- სადამფუძნებლო საერთო კრების ოქმი;
- კოოპერატივის წესდება;
- კოოპერატივის გამგეობის სხდომის ოქმი (თავმჯდომარის არჩევის შესახებ);
- სადამფუძნებლო შეთანხმება.
იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივის მართვის სისტემა დუალისტურია, საჯარო რეესტრში, კოოპერატივის რეგისტრაციის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
- სადამფუძნებლო საერთო კრების ოქმი;
- კოოპერატივის წესდება;
- სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის შესახებ და ასევე კოოპერატივის გამგეობის არჩევის შესახებ);
- კოოპერატივის გამგეობის სხდომის ოქმი (თავმჯდომარის არჩევის შესახებ)
- სადამფუძნებლო შეთანხმება.
მეოთხე ნაბიჯი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მისაღებად განცხადებით მიმართავს სოფლის განვითარების სააგენტოს.
განაცხადის ფორმა სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მინიჭებაზე.
განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის (კოოპერატივის) რეგისტრაციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება.
- საჭიროების შემთხვევაში – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება აღნიშნული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების უფლება.
- წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებულიხელშეკრულება ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ამ კოოპერატივის მიერ აღნიშნული მეპაიისთვის გასაწევი მომსახურების სახეობა და ღირებულება, მეპაიის ეკონომიკური მონაწილეობა, პაის ოდენობა და სხვა პირობები.
დარეგისტრირებისა და სტატუსის მინიჭების შემდგომ, მეპაიეთა რაოდენობის, კოოპერატივის დასახელების, იურიდიული მისამართის ცვლილებების შემთხვევაში წარმოგვიდგინეთ სოფლის განვითარების სააგენტოში ინფორმაცია განხორციელებული ცვლილებების შესახებ, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის მიზნით.