ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31 ივლისის მდგომარეობით, 833 სუბიექტია რეგისტრირებული. მათ შორის, 460 ფიზიკური, ხოლო 374 იურიდიული პირი. რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთო ფართობი 6,777 ჰექტარს შეადგენს.

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრს სოფლის განვითარების სააგენტო აწარმოებს. მისი მიზანია ფერმერული მეურნეობებისა და აგრობიზნესის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება. 

რეესტრში რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოში, როგორც  თბილისში (თბილისი, დევი აბაშიძის 10ა), ასევე რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou”  პირველად არის წარმოდგენილი

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...