სოფლის განვითარების სააგენტომ აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

ქ. მცხეთაში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დაესწრო. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ დეპუტატებს 2023 წელს  განხორციელებული  პროექტებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

გასვლითი სხდომის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან. 

თენგიზ ნასარიძის განცხადებით, დარგის წარმომადგენელთან აქტიური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ოპერატიულად მოხდეს საჭიროებებზე რეაგირება.

„სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომლითაც ათეულ ათასობით ბენეფიციარი სარგებლობს. ამ მხარდაჭერის შედეგია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აგრარულმა კომიტეტმა, რომელსაც სოფლის განვითრების სააგენტოს 2023 წლის დეტალური ანგარიში  წარედგინა, სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ. 

აგრარული კომიტეტის წევრებმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიების, შპს „ფუდ ალიანსის“ პურ-ფუნთუშეულის საწარმო და შპს  „ქანდა აგრილჩარის“ გაშენებული ნუშის ბაღი  დაათვალიერეს. 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით,  კომიტეტი აგრძელებს  რეგიონებში გასვლით შეხვედრებს. 

„მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონში არსებული  ის პრობლემები, რაც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას.  აგრარულ საკითხთა კომიტეტი იქნება შუამავალი  ამ საკითხების  გადაწყვეტაში  მთავრობის სხვადასხვა უწყებებთან“,-  აღნიშნა გელა სამხარაულმა.  

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ  ფერმერებთან. არსებობს საკითხი, რომლებზეც მომავალშიც გაგრძელდება სამუშაოები და ამ რეჟიმში შეხვედრები, რათა მოსახლეობა კიდევ  უფრო კარგად იყოს ინფორმირებული იმ პროექტების და პროგრამების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“  ქვეკომპონენტი -„მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ქვეკომპონენტი -„მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით,  რომელსაც...
იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი ...
სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

განაცხადების მიღება 8 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება და პროგრამის ...