გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება განახლდება 2024 წლის 9 ივლისის 12:00 საათიდან. განაცხადები მიიღება 19 ივლისის 18:00 საათამდე.

კომპონენტი ითვალისწინებს გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური დახმარების გაწევას;

ფინანსური დახმარება ითვალისწინებს :

წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250,000 ლარს.

პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდს, საკუთარი სახსრები ან კრედიტი, (მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტი/ლიზინგი) .

სესხის ან ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს დამტკიცებული სესხი ან ლიზინგი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მონაწილე საფინანსო ან სალიზინგო დაწესებულების მიერ. 

პროექტები, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარი.

პროექტის ფარგლებში, თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ძირითადი საშუალებების შესაძენად ან შესაქმნელად მათ შორის შესაძლებელია იყოს საწარმოს სპეც.ტექნიკითა და წარმოების შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფა.

კომპონენტი არ ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების თანადაფინანსებას. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ქალთა ეკონომიკური  გაძლიერების მიმართულებით - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

პროგრამების შესახებ გადაცემაში "ბიზნეს პარტნიორი" სოფლის განვითარების სააგენტოს...
დღეის მდგომარეობით,  9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა  2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

დღეის მდგომარეობით, 9,000 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაბარებულია, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე არასტანდარტული ვაშლის...