საერთაშორისო გამოფენის „FRUIT LOGISTICA 2025“ ფარგლებში, ჩრდილოეთ ამერიკის ლურჯი მოცვის საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჩრდილოეთ ამერიკის ლურჯი მოცვის საბჭოს პრეზიდენტ ქეისი კრინქუისტთან  და ვიცე-პრეზიდენტ კევინ ჰამილტონთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი შოთა ცუკოშვილი და  მოცვის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.  საუბარი შეეხო ინფორმაციის გაცვლას დარგში არსებული სიახლეების, მათ შორის, წარმოების პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით. 

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“  8  ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 6 მოცვის მწარმოებელია.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
 პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის  24 მარტის 12:00 საათიდან  31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 24 მარტის 12:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

დაფინანსდება შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70%. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე...
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების  დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში, მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლებს  მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ დასკვნის  წარმოდგენა 14 მარტის 18:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების...