მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლად ეკონომიკის განვითარებას, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბებასა და რძის მცირე მწარმოებლებისთვის მოქნილობის ხელშეწყობას.
პროგრამა ხორციელდებოდა 2020-2026 წლებში. პროგრამის ფარგლებში 1,142 ბენეფიციარს გაუფორმდა 1,306 ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა 47,608,957 ლარი.