საერთაშორისო გამოფენის - Caspian Agro 2024 - შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება 2024 წლის 7 თებერვლის 09:00 საათიდან დაიწყება

გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება 2024 წლის 7 თებერვლის 09:00 საათიდან 2024 წლის 28 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით ხორციელდება

2024 წლის 15 - 17 მაისს ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიმართება საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro 2024.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ საკვები ან/და სასმელი  პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს. პროდუქციის კატეგორიები იხილეთ ბმულზე: https://caspianagro.az/en/product-categories 

საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro გამომფენებს საშუალებას აძლევს დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან. 

გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.

2023 წელს გამოფენაში 24-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენას 13,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში ერთწლოვანი კულტურების...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება  16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად...