ქ. ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Fruit logistica 2024” ქართული სტენდზე თერთმეტი კომპანია იყო წარმოდგენილი

ქ. ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Fruit logistica 2024” ქართული სტენდზე თერთმეტი კომპანია იყო წარმოდგენილი 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2024 თერთმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა და გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ ქართულ სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერეს.

„სოფლის განვითარების სააგენტო სოფლის მეურნეობის  ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპისთვის ახორციელებს ფერმერთა მხარდამჭერ პროექტებს და აქტივობებს; მათ შორის, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიმართულებით, რაც კარგი შესაძლებლობაა ქართული აგროპროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალ ბაზრების ათვისებისთვის“,- განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა. 

გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეების მონაწილეობა მეხილეობის დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაში.  

“ქ. ბერლინში მიმდინარე მეხილეობის საერთაშორისო გამოფენაზე წელს უკვე 11 ქართული  კომპანიაა წარმოდგენილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მოცვს აქვს ევროპის ბაზარზე გასაღების მეტი შანსი, გაზრდილია მოთხოვნაც. სასიხარულო ფაქტია, რომ მოცვის მწარმოებელი ბევრი კომპანიაა გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან”, - აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ.

გამოფენაზე FRUIT LOGISTICA 2024 წელს წარმოდგენილი იყო  ლურჯი მოცვის, ჟოლოს, თხილეულისა და  სუნელების მწარმოებელი ის კომპანიები, რომელთა  პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. 

ქართული სტენდზე საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ კომპანიები:  შპს აგროლეინი, შპს ბლუბერდი, შპს გოლდენ ფარმსი, შპს კოლხური მოცვი, შპს აშქი აგრო, შპს ქალაქური, შპს ბლუ ველი, შპს აგრითაჩი, შპს გრინ ველი, შპს FCO, შპს დაბი.

FRUIT LOGISTICA  ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს დიდ გლობალურ პლატფორმას ე.წ Fresh  და მშრალი ხილის მწარმოებელთათვის. გამოფენას, ყოველწლიურად 63,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 100-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2,600-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი ...
სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მიმდინარე წელს მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

განაცხადების მიღება 8 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება და პროგრამის ...